U21 | საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სახლში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. მასპინძლებმა მე-15 წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას რეალური მომენტი შექმნეს, როდესაც კვერნაძე ორ მცველს გასცდა, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. შემდეგ მაისურაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ნიდერლანდელებმა კი კარში პირველივე დარტყმით დაწინაურება მოახერხეს - კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მეიერმა თავურით ხარატიშვილის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში მეტოქეს მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ პროპერმა ბურთი ძელს გაარტყა. ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები მეკარე ხარატიშვილმა
გადაარჩინა, ხოლო შესვენებაზე გასვლის წინ მცველმა მეიერმა გათამაშებული კუთხურის მერე დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. ტეილორის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მალე ოჰიომ გაიტანა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. 64-ე წუთზე სვანაძის შეგირდებს ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა მიეცათ - მამაცაშვილი ფლანგზე მეურვეს დაუსხლტა, კარის წინ პასი ოდიშარიას გაუკეთა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში აქტიური მამაცაშვილის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მოხდა და შეხვედრა ნიდერლანდელთა გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 17 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე შვედეთთან ჩაატარებს.

ბათუმი. "აჭარაბეთ არენა"
საქართველო - ნიდერლანდები 0:3
გოლები: 0:1 მეიერი (26), 0:2 მეიერი (45+1), 0:3 ოჰიო (57)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, მაისურაძე, მამაცაშვილი, გოგლიჩიძე, ოსიყმაშვილი (ეგოიანი 46), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (ოდიშარია 46), ო. მამაგეიშვილი (ოგბაიძე 87), გაგნიძე (მორჩილაძე 70), კვერნაძე (იობაშვილი 76)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ასეთი ჩასვრილი ფეხბურთით,ისევ ასეთივე ფეხბურთის მოთამაშე გუნდებს თუ მოუგებ,თორემ ელიტაში ამ მწვრთნელს რა უნდა? გაიხსენეთ როგორ ძლივს ლაპარაკობდით ევროპაზე,იმ თამაშით, ჯგუფიდან რომ გავიდნენ და მერე ლოგიკური შედეგიც დადგა.
ნუკრი
12:32 13-10-2023
2
ფეხბურთი არის ინდუსტრია. ერთ მთლიან სისტემად უნდა იყოს აწყობილი, სადაც ყველა რგოლი ერთმანეთზე მორგებული და დარეგულირებულია. ამ სისტემას ჯერ მოფიქრება, რა თქმა უნდა სხვების გამოცდილების გათვალისწინებით, ხოლო შემდეგ აწყობა უნდა. ეს სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ნიჭიერი ბავშვების დროული აღმოჩენა,მათი სწორად განვითარება და შემდგომში არდაკარგვა მოხდეს. სამედიცინო საკითხი, ჩემპიონატის დონის აწევა, . მწვრთნელების საკითხი...ეს ყველაფერი ერთიანი სისტემის ფარგლებში უნდა წყდებოდეს. ახლა შეხედეთ ჩვენი ფედერაციის შემადგენლობას- რა სისტემაზეა ლაპარაკი, ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ესმით საერთოდ. კობიაშვილს განვითარების კონცეპციაზე რომ კითხეს, უპასუხა სტადიონებს ვაშენებთ, მოყვარულთა ჩემპიონატი ჩავატარეთ , კლუბებს ვეხმარებითო... ეს გონია კონცეპცია. ფედერაცია- ინტელექტი დაბალი, მართვის გამოცდილება დაბალი, უმუშევარი ძმაკაების დასაქმების კანტორა. ხოდა რა გიკვირთ?
არტ
12:27 13-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული