U21. საქართველოს ნაკრები ბათუმში შვედეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

სვანაძის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ. აქტიურად მოქმედებდა კვერნაძე, რომელსაც ორჯერ გატანა მეკარე დოვინმა არ დაანება. სტუმრები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი სვენდბერგმა ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, უპირატესად - მარცხენა ფრთიდან, თუმცა მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მხოლოდ ერთი ეპიზოდია აღსანიშნავი, როდესაც სიგუას დარტყმული ბურთი დოვინმა მოიგერია. მეტოქე დაცვაში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები იერიშების დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ. ბოლოს ინიციატივას
შვედები დაეუფლნენ, თუმცა მათაც ვერ იხეირეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილზეა (ამდენივე ქულა აქვს მეორე პოზიციაზე მყოფ შვედეთს) და შემდეგ მატჩს 16 ნოემბერს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - შვედეთი 0:0

საქართველო: ხარატიშვილი, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე, მამაცაშვილი, ლომინაძე, ოდიშარია (გ. მამაგეიშვილი 65), ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, კვერნაძე (აბუაშვილი 85), სიგუა

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაინც ვერ გავიგე რა დაინახეს ასეთი კვერნაძეში, რომ იტალიურ კლუბში აიყვანეს და განაცხადშიც ხვდება,მე პატარა მეგონა და უკვე 3-4 თვეში 21 წლის ხდება,არადა საერთოდ არ იძებნება გოლი როდის გაიტანა ბოლოს,აგერ ახალგაზრდულშიც ბოლო 4 თამაში, მ/შ გიბრარტართან და მოლდოვასთან სასტარტოდან ითამაშა და გოლი არ გაუტანია, მაგის ასაკში მართლა ფორვარდებს გოლი გოლზე გააქვთ, ამას კიდევ ავანსად ათამაშებენ ნაკრებში-ეტყობა ვიღაც მაგრადაა დაინტერესებული, ნაკრების მოთამაშის სტატუსი რომ ქონდეს, არ გამიკვირდება ეროვნულშიც რომ ათამაშონ. შენ კაი კაცოო.. ათამაშე 3 თამაში მიჯნით -შედეგიანობა ნული..მეოთხე თამაშზე ეხლა სხვას მიეცი შანსი...რაა ცოტაა საქართველოში 18-19-20 წლის თავდამსხმელებიი...
მომკალით და მაინც ვერ გავიგე რა დმსახურებისთვის აიყვანეს კვერნაძე იმ იტალიურ კლუბში
18:02 18-10-2023
1
კარგად ითამაშეს ბიჭებმა გოლი დააკლდათ მარტო, ისე რამდენი წელია ნორმალური გამტანი ფორვარდი არ გამოჩნდა, კიდევ კარგი მიქაუტაძე ჩამიოყვანეს და გორდეზიანიც პაოკიდან გაამართლებს იმედია, გაგნიძე კარგი იყო ხვადაგიანიც დაცვაში მაგრად იდგა, სხვებმაც ნორმალურად ითამაშეს, სიგუა ძლიერი დადგება თუ სისწრაფეს მოუმატებს ცოტა, კვერნაძეს ბევრი უაზრო დაკარგვა აქვს და ცივსისხლიანობა აკლია, იმედია იტალიაში გამოზრდიან.
Givi
13:23 18-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული