ახალგაზრდა "ჯვაროსნები" მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა ერთადერთი გოლი 54- წუთზე საბა მამაცაშვილის საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლით გაიტანეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა და 10 ქულით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ჩვენს მთავარ კონკურენტ შვედეთს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
შემდეგ შეხვედრას რამაზ სვნაძის გაწვრთნილები უკვე 2024 წელს გამართავენ და 26 მარტს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, აბუაშვილი(ეგოიანი 90), გაგნიძე, ლომინაძე(ოსისყმაშვილი 72), ოდიშარია(ოგბაიძე 90), ო. მამაგეიშვილი(გ.მამაგეიშვილი 62), კვერნაძე
სკოპიე. „პეტარ მილოშევსკი“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:1
გოლი: მამაცაშვილი (54)
სკოპიე. „პეტარ მილოშევსკი“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:1
გოლი: მამაცაშვილი (54)
გაძევება: მაისურაძე (90+11), ილიევსკი (90+11)
მთავარია, რომ გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და ფიზიკურათაც არ ეტყობოდათ დაღლა. განსაკუთრებით ბევრი იშრომეს გაგნიძემ, კვერნაძემ და ორივე ცენტრალურმა მცველმა. მაკედონიელები ძალიან ბინძური ფეხბურთი ითამაშა და არბიტრის ბრალი იყო რაც ბოლოს მოხდა.