ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ რაუნდში შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.
გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად თურქეთს, სერბეთს და დანიას შეხვდება. ჯგუფის მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფის გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი
გუნდი შეძლებენ.
nakrebi.ge