17 წლამდე ვაჟთა ნაკრები ნიქოზიაში კვიპროსს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ჩვენი ეროვნული გუნდებისთვის 2024 წლის სანაკრებო სეზონს გიორგი ჩიტაურის 17 წლამდე ვაჟთა ნაკრები კვიპროსთან მატჩებით გახსნის. ჩვენი ასაკობრივი გუნდი კვიპროსელ თანატოლებს ნიქოზიაში 16 და 18 იანვარს დაუპირისპირდება.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი (როიალ ანტვერპენი).

მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), დაჩი გოგოლი დაჩი, გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო
თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რევაზ დანელია(დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაშხია (მარტვილი მერანი), საბა ნიორაძე (სელერო), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო).

შეგახსენებთ, რომ 17 წლამდე ვაჟთა ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ჩვენი გუნდი თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.

ჯგუფის მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი

20 მარტი | საქართველო V სერბეთი
23 მარტი | საქართველო V თურქეთი
26 მარტი | ​​​​​​​საქართველო V დანია

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინმემ იცის ზუსტად სად თამაშობს ჩვენი მეკარე ყავლაშვილი? ანტვერპენში თუ ვესტერლოში ბოლობოლო?
Givi
12 იანვარი 2024 13:16
0
დანია სერბეთის თურქეთს უნდა ეთამაშონ ჯგუფში და ფედერაცია კი მაგარ ტესტ მაჩებს ათმაშებს, ბიჭო კვიპროსი კი არა ცოტა ძლიერებთან უნდა ითამაშო ძლიერებთან
გოგა
12 იანვარი 2024 11:28
0
წარმატებები!!!!
Toto
12 იანვარი 2024 01:18
0
წარმატებები ბიჭებო
dato
11 იანვარი 2024 22:54
0
წარმატებები ბიჭებო
dato
11 იანვარი 2024 22:36
0

სიახლეები პოპულარული