საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, კვიპროსული ტურნეს ფარგლებში, დღეს, დოქსა კატოკოპიას სტადიონზე, ადგილობირვი თანატოლების 17-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსენეს, თუმცა წონასწორობის აღდგენა 30-ე წუთზე გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძემ შეძლო, ხოლო გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს დავით გოგილაშვილმა გაიტანა.
U17 | შემადგენლობა
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსენეს, თუმცა წონასწორობის აღდგენა 30-ე წუთზე გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძემ შეძლო, ხოლო გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს დავით გოგილაშვილმა გაიტანა.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი (როიალ ანტვერპენი).
მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), დაჩი გოგოლი, გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო).
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი - თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი - თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი
20 მარტი | საქართველო V სერბეთი
23 მარტი | საქართველო V თურქეთი
26 მარტი | საქართველო V დანია
nakrebi.ge