საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო.
ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენს მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს", - წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი
და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით
"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]
ფაქტია რომ ჩვეულებრივი სნობი ხარ , რომელსაც ახრჩობს ბოღმა , რომ ერთმა სამტრედიელმა ბიჭმა , შენზე დიდი ფეხბურთი ითამაშა , შენზე დიდ წარმატებებს მიაღწია მოედანზე და მოედანს მიღმა.
შენ ვერც ის გადაგიხარშავს როგორ ჩამოაცილა კალაძემ არველაძეების კლანი ფეხბურთის ფედერაციას, თორემ ვატო არველაძეს ( რომელმაც ეროვნული ლიგის გუნდებშიც ვერ ივარგა ) ნაკრებს არ მოაშორებდით.
შენი შესაძლებლობების კაცი სტამბულში არ იცხოვრებდა , ქვეყანას თურქეთიდან არ დამოძღვრავდა , ამიტომ შენს ადგილას დაეტიე და დებატები გამართე ბარიგა მამულიჩასთან და შენი დონის მწერალ ტურაშვილთან ჩვენ კი ჩვენს ქვეყანას , როგორმე შენი რჩევა დარიგების გარეშე მივხედავთ .
რასაც გადავხედე რა ხალხი დგა იმ მიტინგზე,რა ხალხი აპროტესტებს სოციალურ ქსელებში მგონი ძირითადი სასტავი იმათი შთამომავლები არიან ერთხელ უკვე რო აურიეს საქართველო რუსეთის დაკვეთით! Ძირითადი სასტავი ისევ რუსეთის აგენტია და მგონი უფრო კარგი კანონი უნდა იყოს
ამაშია საქმე "ბუა" რუსეთის გარდა 1000 მტერია და იმათი აგენტები- თუ ვავლენთ და ვინმე წინააღმდეგია პირდაპირ სამშობლოს ღალატობს