"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "აპოელის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის. არა რუსეთს", - წერს ქვილითაია სოციალურ ქსელში.
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა რუ­სულ გუნდ "სოჭ­ში" გა­დას­ვლა­ზე უარი თქვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გის წე­ლი­წად­ში 700 000 დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას Geo Team ავ­რცე­ლებს. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გი­ორ­გის უა­რის მი­ზე­ზი შემ­დე­გია -
"მას არ სურს რუ­სეთ­ში თა­მა­ში“.

ქვი­ლი­თა­ი­ას აგენ­ტმა ირაკ­ლი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა შე­თა­ვა­ზე­ბა ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო, უა­რის მი­ზე­ზად კი "სხვა კარ­გი ვა­რი­ან­ტე­ბი“ და­ა­სა­ხე­ლა.

"მან ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სო­ჭი­დან. ჩვენ უარი ვთქვით, რად­გან არის სხვა კარ­გი ვა­რი­ან­ტე­ბი - ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. ვე­ლო­დე­ბით კონ­ტრაქ­ტის დას­რუ­ლე­ბას”, - ცი­ტი­რებს მე­დია ლი­ლუ­აშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

30 წლის ქვი­ლი­თა­ია უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც კვიპ­როს­ში, “აპო­ელ­ში“ თა­მა­შობს. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მან 23 მატჩში 6 გოლი გა­ი­ტა­ნა. ტრანსფერ­მარ­კეტ­ზე მო­თა­მა­შის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფასი 1,7 მი­ლი­ო­ნი ევ­როა.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, სპორ­ტსმენ­მა თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის მო­ე­დან­ზე უკ­რა­ი­ნის დრო­შით გა­ვი­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა - "ჩვენ სა­ერ­თო მტე­რი გვყავს".

alt"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

alt"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 56 /
ამ კანონით ბიძინას უნდა მთელი ცხოვრება არაფორმალურად მართოს საქართველო.მაგრამ იმის მაგივრად რომ შეესრულებინა წინასაარჩევნო დაპირებები პირიქით გააკეთა.ყველაფერი გაძვირდა,ჯარიმები გაასამმაგა,პენსიონერების კრედიტის პროცენტი გაზარდა და სხვა.რაც მთავარია საქართველოდან ყველას გაქცევა უნდა.მოკლედ მტერივით მოგვექცა.
ასეა ეს
12:08 19-04-2024
5
საქართველოს არ აქვს საზღვარი ევრიკავშირთან, რომელივ თურქეთს არ იღებს და ჩვენ როგორ და როდის მიგვიღებს?

ჩვენი ევროპერსპექტივა არის ვირის წინ ჩამოკიდებული ბალახი და ვისაც უნდა ვირი იყოს გაყვეს ამ ბალახს, რომელსაც ვერ მიწვდება
აბა გვითხარით, ვინ უფრო ადრე შევა ევროკავსირში - ჩვენ თუ თურქეთი?
08:16 19-04-2024
7

სიახლეები პოპულარული