U21. ოდიშარიას საგოლე პასები - საქართველომ მოლდოვასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა 3:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი გახდა, საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ოდიშარიას ჩაწოდებულ ბურთს გ. მამაგეიშვილმა თავით შმალენიას კარში მიუჩინა ადგილი. სვანაძის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელეს, თუმცა მათმა იერიშებმა სიმწვავე დაკარგა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სვანაძის შეგირდებმა მეორე გოლი გაიტანეს და მომენტი ისევ ოდიშარიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისას მეკარემ და მცველმა ხიფათის განმუხტვა ვერ შეძლეს, რითაც კვერნაძემ ისარგებლა. მერე შეცვლაზე
შესულმა აბუაშვილმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა, მან მალე მაინც გაიტანა და რა თქმა უნდა, ოდიშარიას პასით. აბუაშვილს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი შმალენიამ მოიგერია.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა და 9 სექტემბერს ვენლოში ლიდერ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 გ. მამაგეიშვილი (14), 2:0 კვერნაძე (49), 3:0 აბუაშვილი (72)

საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 57), გაგნიძე (ოსიყმაშვილი 77), გ. მამაგეიშვილი (იეგოიანი 77), ოდიშარია (რუხაძე 84), გორდეზიანი (აბუაშვილი 57), კვერნაძე

altსაქართველო V მოლდოვა - ახალგაზრდულის მატჩისწინა ვარჯიში ბათუმში

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობენ ეს ბიჭები. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს
არა ძმაო რა რობოტი
22:55 05-09-2024
1
პირველ რიგში ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს.ოდიშარია საინტერესო ბიჭია,პლუს ევროპის ლიგაზე მოუწევს წელს თამაში,კლასს აიმაღლებს და მისი სახით კარგი კადრი ეყოლება ჩვენს ეროვნულნაკრებს მომავალში.მეტოქე ძალიან სუსტი გვყავდა და არ გამოდგება მაინც ბოლომდე ჩვენი ნაკრების ძალის საზომად.ამ ჯგუფში მთავარი მატჩი ოქტომბერში გველის გასვლაზე შვედეთთან,სწორედ მაქ გაირკვევა მეორე ადგილოსნის ვინაობაც რეალურად. შემდეგ მატჩში ჰოლანდიასთან ძალიან გაგვიჭირდება,მაგრამ მათ რეალურად გაინაღდეს უკვე პირველი ადგილი და შეიძლება თავი დიდად არც მოიკლან აწი.
მეზღვაური
22:46 05-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული