მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და „სტრასბურგის“ თავდამსხმელმა ემეგამ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ავადმყოფობის გამო საზონოვი ვერ დაეხმარა, ორივე გოლი დაცვის ცენტრიდან გაუშვა. ქართველი ფეხბურთელები არ შედრკნენ, შეტევებზე გადავიდნენ, მეტოქე კი უხეშობდა და მათმა სამმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. 31-ე წუთზე ო. მამაგეიშვილმა ხვადაგიანის პასით ანგარიში შეამცირა. მომენტები კვერნაძეს და გ. მამაგეიშვილსაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაიტანეს. პირველი ტაიმის დასასრულს ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და ემეგას ჰეთ-თრიკის შესრულება მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება.
შესვენების შემდეგ ნიდერლანდებმა ზეწოლა გააძლიერეს: პირისპირ გასულ ემეგას დარტყმული ბურთი კვლავ მოიგერია ხარატიშვილმა, მანჰუფმა მცირედით ააცილა მიზანს, ხოლო ოჰიომ მესამე გაგვიტანა. თან უგრეხელიძემ ტრავმა მიიღო და ოდიშვილმა შეცვალა. მერე მსაჯმა ჩვენს კარში ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა და ოჰიოს უხეიროდ დარტყმულ ბურთს ხარატიშვილი დაეუფლა.
სვანაძის გუნდი 16 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს იონკოპინგში შვედეთთან გამართავს, რომელიც მეორე პოზიციაზე ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტია.
ვენლო. „დე კოელი“
ნიდერლანდები - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ემეგა (4), 2:0 ემეგა (18), 2:1 ო. მამაგეიშვილი (31), 3:1 ოჰიო (71)
გამოუყენებელი პენალტი: ოჰიო (79, ნიდერლანდები)
საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი (გოგოტიშვილი 57), უგრეხელიძე (ოდიშვილი 74), ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე, გაგნიძე (ოსიყმაშვილი 81), გ. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 57), ო. მამაგეიშვილი ოდიშარია (გორდეზიანი 81), კვერნაძე
U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U21 | ნიდერლანდები V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ვენლოში
ერთადერთი ტორინოელია და ისიც არ ჰყავდა.ყოჩაღ ძმაო