U19. საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 2:3 დამარცხდა, თუმცა ელიტ-რაუნდში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

მასპინძელი შვედეთის დამარცხების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ნორვეგიასთან პირველი ტაიმი 0:2 დათმო, შესვენების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლოს გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს 19 ნოემბერს ესტონეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს შვედეთს შეხვდება.

ბორასი. "ბორას არენა"
ნორვეგია - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 ნიუჰამერი (23), 2:0 ეკორნესი (39), 1:2 სალია (48), 2:2 გოგსაძე (76), 3:2 რეიტან-სუნდე (86)

საქართველო: საური, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, მეფარიშვილი, ამისულაშვილი
(ტყეშელაშვილი 46), სამუშია, სალია (ოდიკაძე 75), გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 75), წულაია (გვასალია 46), ბერელიძე, გოგსაძე (დალაქიშვილი 80)

მკითხველის კომენტარები / 4 /
დასანანია!
zura222, იგივე თემურ თათარაშვილი
19:48 16-11-2024
2
Დასანანია
დავით 67 იგივე მიჰაელ როთი
18:45 16-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული