საფეხბურთო კლუბ "თელავის" გენერალური სპონსორი m² გახდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტი კლუბის, "თელავის" გენერალური სპონსორი m² გახდა.

შეთანხმება დღეს თელავში შედგა. ხელშეკრულებას კლუბ "თელავის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ და m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.

Sportall.Ge

ლევან კობიაშვილი: "დღეს მნიშვნელოვანი დღეა რეგიონისთვის, თელავისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო სპონსორს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი და ამისთვის ჩამოვედი აქ.

რაც უფრო მეტი იქნება კერძო სექტორის ჩართულობა კახეთში, რეგიონში ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. "თელავმა" სწორი მიდგომითა
და მენეჯმენტით დაიმსახურა წინსვლა და წარმატება. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ "თელავი" დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია.

მინდა მადლობა ვუთხრა m²-ს ქართულ ფეხბურთში შემოსვლისთვის. კლუბი დაინახავს თქვენს მხარდაჭერას და ამის ფონზე შეძლებს წარმატების მიღწევას.

მე ყოველთვის მზად ვარ, გვერდში დავუდგე "თელავს" და მაქსიმალურად ხელი შევუწყო".

Sportall.Ge

საფეხბურთო კლუბ "თელავის" დირექტორი ირაკლი ვაშაკიძე: "დღეს მნიშვნელოვანი დღეა საფეხბურთო კლუბ "თელავისთვის", რადგან ჩვენი გენერალური სპონსორი გახდა m². მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ნამდვილად გავამართლებთ იმ იმედებს, რაც კომპანიას გააჩნია.

უახლოეს პერიოდში თელავში ინფრასტრუქტურის მხრივ და კლუბის განვითარების მხრივ უფრო გავიზრდებით, ეს კი წარმატების წინაპირობა იქნება".

m²-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე: "
მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავის" გენერალური სპონსორები გავხდით. m²-სთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სპორტული კერების ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად შევდივართ სასტუმროების ბიზნესში და გვსურს, ეს მიმართულება საქართველოს მასშტაბით განვავითაროთ. მათ შორის, საინტერესო გეგმები გვაქვს კახეთში, კერძოდ კი, თელავში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ახალი თაობის გაზრდას და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას. ჩვენ ხელს შევუწყობთ თელავში ახალგაზრდა თაობის საფეხბურთო აღზრდას და კლუბის წარმატების მიღწევას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ერთიანად შეძლებს "თელავის" ეროვნულ ლიგაში დაწინაურებას".

Sportall.Ge

ფოტოები: ეკატერინე ჯოხარიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
დირექტორები გაქვთ დაწერილი პირიქით. ისე კი ძალიან სასიხარულოა, რომ თელავის მენეჯმენტი აქტიურობს ამ კუთხით და ასევე ამხელა კომპანიის ჩართვა ფეხბურთში იმედია სხვებსაც უბიძგებს გვერდში დაუდგნენ ამ თუ სხვა კლუბებს ვინც სწორად უდგება საქმეს.
dave
14:16 28-02-2018
0
ძალიან კარგია, თელავი ერთ-ერთი იშვიათი ქართული კლუბია, რომელიც სწორი მიმართულებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება
გულშემატკივარი
14:14 28-02-2018
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0