"თელავი" ახალი სპონსორისგან 100 000 ლარს მიიღებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "თელავის" გენერალური სპონსორი "m²" გახდა. ფინანსურ დეტალებზე კომპანიისა და კლუბის დირექტორებს ვესაუბრეთ.

ირაკლი ბურდილაძე (m²-ის დირექტორი): საუბარია 100 000 ლარზე, რის შემდეგაც გავხდით კლუბის გენერალური სპონსორი. გარდა ამისა, გუნდის მაისურზე იქნება ჩვენი ლოგო.

- ეს დაფინანსება ერთჯერადია თუ მომავალშიც ითვალისწინებს ფინანსურ აქტივობებს?

- ეს არის ერთწლიანი სპონსორობა, თუმცა სეზონის ბოლოს განვიხილავთ და არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს.

ირაკლი ვაშაკიძე ("თელავის" დირექტორი): ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვეყოლება გენერალური სპონსორი. ჩვენი კლუბი სულ რაღაც 2.5 წელია არსებობს
და სტაბილურად განაგრძობს პროგრესს. კლუბის მიზანია ეროვნულ ლიგა 2-ში შეინარჩუნოს პოზიცია და პერიოდულად გაძლიერდეს.

- როგორც გაირკვა, 100 000 ლარზეა საუბარი. რაში დაიხარჯება ეს თანხა?
- ხელფასებში, ყოველდღიურ ხარჯებში, მივლინებებში, სტადიონის რეკონსტრუქცია და ა.შ.


ფოტო: ეკა ჯოხარიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0