ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ცხინვალი" ლიდერების რისხვაა!

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურში "ცხინვალმა" ბათუმის "დინამო" 2:0 დაამარცხა.

მოკლედ, "ცხინვალი" ლდერების რისხვად იქცა, წინა ტურში "გაგრას" მოუგო 2:0 და მისი წაუგებელი სერია დაასრულა, დღეს კი ბათუმის "დინამო", რომელსაც ზედიზედ 4თამაშში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული, იგივე ანგარიშით დაამარცხა და თუ ასევე გააგრძელა ასპარეზობა, თავად მოგვევლინება ლიდერად.

ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს გიორგი მაღალდაძემ გახსნა, 70-ე წუთზე კი ზვიად მეტრეველმა გაუტანა ზღვისპირელებს გოლი.  აღსანიშნავია, რომ 64-ე წუთზე სტუმართა გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯანელიძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მცხეთა. "მცხეთა პარკი".
ცხინვალი - დინამო 2:0
გოლები: 1:0 გიორგი მაღალდაძე (44), 2:0 ზვიად მეტრეველი (70)

ცხინვალი (4-2-3-1): დავით კერესელიძე, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ცერცვაძე (კ) (ლუკა თათხაშვილი 89), გიორგი მაღალდაძე, ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე, სანდრო ქრისტესიაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ზვიად ლობჯანიძე (ანდრო ნემსაძე 69), ნიკა წივწივაძე (ნიკოლოზ ყურშავიშვილი 67), ლუკა გარდანი

მთ. მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე

დინამო (4-3-3): მიხეილ ალავიძე, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა ვარშანიძე (ვალერიან თევდორაძე 71), ბესო დეკანოიძე (ვახტანგ კვარაცხელია 56), ლევან შარიქაძე, გიორგი ჯანელიძე (კ), გიორგი ილურიძე (ამირან აბუსელიძე 26), მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0