ბათუმში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი დააკავეს

AutoSharing Option
ბათუმის ბულვარში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი ვალერიან თედორაძეა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი დაკავებულის, ვალერიან თედორაძის პროცესი გაიმართა. იგი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა. რაც შეეხება დაკავებულ სამ პირს, მათი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის განმავლობაში გაიმართება.

თედორაძემ მიმდინარე სეზონში
"დინამოს" ფორმა 8 შეხვედრაში მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0