ეროვნული ლიგა 2. XIV ტური: "ვიტ ჯორჯია" გალიდერდა

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგა 2-ის 3 მატჩი გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 2:1 სძლია "გაგრას". "ვეტერინარები" მე-40 წუთზე ევჰენი ზახარჩენკოს ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ პაატა ღუდუშაურმა მეორედ დალაშქრა ლევან ისიანის კარი. შესვენების შემდეგ რატი ცაცქრიალაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და მისი გუნდი დამარცხდა.

"მერანმა" ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება - ამჯერად მარტვილში "შევარდენს" დაუზავდა - 0:0.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სადაც ადგილობრივმა "დინამომ" "სამგურალს" უმასპინძლა. მე-17 წუთზე სტუმრები თერთმეტმეტრიანით თავდამსხმელმა გაგა ჩხეტიანმა დააწინაურა, რომელმაც
შესვენების შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ამის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, როდესაც მეკარე ნონოსმა საკუთარი კარის სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვია და გათამაშებული თავისუფალი დარტყმა გოლად ჯოვინო ფლამარიონიმ "გარდასახა" და მატჩი 1:1 დასრულდა.

სატურნირო ცხრილს სათავეში 26 ქულით "ვიტ ჯორჯია" ჩაუდგა, მეორე ადგილზე კი 24 ქულით ბათუმის "დინამოა".

ხვალ "თელავი" "შუქურას", ხოლო "ცხინვალი" "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში "ნორჩი დინამო" პირველ ადგილს დაიბრუნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0