"მერანმა" ლანჩხუთში 4:2 მოუგო "სამგურალს". არადა, წყალტუბომ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ "მერანმა" სამი უპასუხო გოლი გაიტანა. გამარჯვებულთა გუნდიდან დუბლით ნიკოლოზ ხინთიბიძე გამოირჩა.
ხვალ "შევარდენი "თელავს", "ნორჩი დინამო" ბათუმის "დინამოს", ხოლო "შუქურა" ლიდერ "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს.