ეროვნული ლიგა 2. XV ტური: სამივე მატჩი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურში სამი მატჩი გაიმართა და სამივე ფრედ დასრულდა.

მეტად დაძაბული გამოდგა ბათუმში ჩატარებული "შუქურასა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრა. ანგარიში 90+3-ე წუთზე ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა, 90+5-ე წუთზე კი "ვეტერინართა" თავდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმა საპასუხო გოლი გაიტანა.

"შევარდენმა" დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ვერ მოახერხა "თელავის" დამარცხება (0:0). აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა დავით ოდიკაძემ 44-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

თბილისში "შატილის" სტადიონზე "ნორჩი დინამოს" და ბათუმის "დინამოს" თამაშიც უგოლოდ დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0