მეტად დაძაბული გამოდგა ბათუმში ჩატარებული "შუქურასა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრა. ანგარიში 90+3-ე წუთზე ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა, 90+5-ე წუთზე კი "ვეტერინართა" თავდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმა საპასუხო გოლი გაიტანა.
"შევარდენმა" დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ვერ მოახერხა "თელავის" დამარცხება (0:0). აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა დავით ოდიკაძემ 44-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
თბილისში "შატილის" სტადიონზე "ნორჩი დინამოს" და ბათუმის "დინამოს" თამაშიც უგოლოდ დასრულდა.