მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. გოლები პაატა ღუდუშაურმა (პენალტით), ნოდარ კიკნაველიძემ და ირაკლი ზარიძემ გაიტანეს. შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა ბექა კაკუშაძემ მეოთხედ დალაშქრა მეტოქის კარი, 79-ე წუთზე კი ვარლამ კილასონიამ პრესტიჟის გოლი გაიტანა.
ტურის ყველა დანარჩენი შეხვედრა ხვალ ჩატარდება.