გადახალისებულმა "ნორჩმა დინამომ", რომელიც წინა ტურში ბათუმში "შუქურასთან" 2:3 დამარცხდა (88-ე წუთამდე 2:1-ს იგებდა), თბილისში "შატილის" სტადიონზე 1:0 მოუგო "შევარდენს". ეს ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ გაიტანა.
ასევე წააგო წინა ტურის შეხვედრა "გაგრამ" მარტვილში "მერანთან" და ასევე ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ, დღეს კი თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დებიუტში თორნიკე გაფრინდაშვილის გატანილი გოლით 1:0 სძლია "სამგურალს".
"მერანმა" კვლავ გაიმარჯვა მარტვილში, სადაც ამჯერად 2:0 დაამარცხა "თელავი". დუბლი შეცვლაზე
ხვალ ორი მატჩია: "ცხინვალი" "შუქურას", ხოლო ბათუმის "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს.