ეროვნული ლიგა 2. XXI ტური: "ნორჩი დინამო" მეორე ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურში დღეს 3 მატჩი გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" ნოდარ კიკნაველიძისა და მეკარე ჯონი შეროზიას (პენალტით) გატანილი გოლებით პირველი ტაიმი კი მოუგო მცხეთაში "მერანს", მაგრამ შეხვედრის დასასრულს მარტვილელმა დავით ციცხვაიამ და გიორგი ციმაკურიძემ დალაშქრეს შეროზიას კარი და ფრე დაფიქსირდა.

ასე და ამგვარად, "ვეტერინარები" უკვე 8 ქულით ჩამორჩნენ ლიდერ ბათუმის "დინამოს", რომელმაც გუშინ "შუქურას" 2:0 სძლია.

გადახალისებილმა "ნორჩმა დინამომ" მარტვილში 5:2 მოუგო წყალტუბოს "სამგურალს". ჰეთ-თრიკი თბილისელთა ვეტერანმა ფორვარდმა გოგი ფიფიამ შეასრულა. "ნორჩმა დინამომ" 34 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე
დამკვიდრდა.

"თელავი" კი საკუთარ მოედანზე დაუზავდა "გაგრას" (1:1).
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ლ/2-ის თამაშებს არ აანალიზებთ, ყოველი ტურის ანგარიშები მაინც დაწერეთ
სარდიონი
17:34 29-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0