"ვიტ ჯორჯიამ" ნოდარ კიკნაველიძისა და მეკარე ჯონი შეროზიას (პენალტით) გატანილი გოლებით პირველი ტაიმი კი მოუგო მცხეთაში "მერანს", მაგრამ შეხვედრის დასასრულს მარტვილელმა დავით ციცხვაიამ და გიორგი ციმაკურიძემ დალაშქრეს შეროზიას კარი და ფრე დაფიქსირდა.
ასე და ამგვარად, "ვეტერინარები" უკვე 8 ქულით ჩამორჩნენ ლიდერ ბათუმის "დინამოს", რომელმაც გუშინ "შუქურას" 2:0 სძლია.
გადახალისებილმა "ნორჩმა დინამომ" მარტვილში 5:2 მოუგო წყალტუბოს "სამგურალს". ჰეთ-თრიკი თბილისელთა ვეტერანმა ფორვარდმა გოგი ფიფიამ შეასრულა. "ნორჩმა დინამომ" 34 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე
"თელავი" კი საკუთარ მოედანზე დაუზავდა "გაგრას" (1:1).