30 ოქტომბერს ეროვნული ლიგა 2-ის სამი მატჩი გაიმართა.
"ვიტ ჯორჯიამ" მარტვილში 1:0 დაამარცხა "მერანი". გოლი 73-ე წუთზე თავდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმა გაიტანა.
"ნორჩმა დინამომ" "შატილის" სტადიონზე 2:0 სძლია "სამგურალს". მასპინძლები დებიუტში რევაზ გეწაძის და ზურაბ თევზაძის გოლებით დაწინაურდნენ, უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ მეორე ტაიმში გოგი ფიფიამ პენალტი ვერ გამოიყენა.
"გაგრამ" დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გიორგი ივანიაძის გოლით 1:0 დაამარცხა "თელავი".
გათამაშებას 58 ქულით ბათუმის "დინამო" ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარს "ვიტ ჯორჯიას" 6 ქულით უსწრებს და თანაც, ერთი შეხვედრით ნაკლები
აქვს ჩატარებული.