ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურში ბათუმის "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" 2:0 დაამარცხა.
მასპინძლები საკუთარ ბაზაზე ჩატარებულ მატჩში სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ანგარიში მხოლოდ შესვენების შემდე გახსნეს. 48-ე წუთზე აზამატ ჯიოევის კარი თავდამსხმელმა ნიკოლოზ საბანაძემ დალაშქრა.
67-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ქობულეთელთა მცველი გიორგი კალანდაძე გააძევა და 75-ე წუთზე საბანაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, დუბლი შეასრულა.
"დინამომ" 61 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, "ვიტ ჯორჯიას" 9 ქულით უსწრებს.