კახა კაჭარავა ახალი სეზონიდან "სამტრედიას" გაწვრთნის

AutoSharing Option
კახა კაჭარავა ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი იქნება - ამის შესახებ Sportall.ge-ს თავად ქართველმა სპეციალისტმა განუცხადა.

მისი თქმით, კონტრაქტს ხელი იანვრის შუა რიცხვებში მოეწერება.

"პრაქტიკულად, შეთანხმება მიღწეულია, კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა. საქართველოში დღესასწაულების პერიოდია. ამიტომ, ალბათ, 10-12 იანვრისთვის ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება" - განაცხადა კახა კაჭარავამ.

52 წლის სპეციალისტი ბოლოს თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, რომელიც ეროვნული ლიგის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დატოვა.

რაც შეეხება "სამტრედიას", იმერულმა კლუბმა გასულ სეზონში
ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მიმდინარე წელს ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

altკახა კაჭარავა თბილისის "დინამოდან" წავიდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ გუნდის ხელმძღვანელობა არ შეიცვალა,კახაც კი ვერაფერს უშველის.ხალხო გაიგეთ,მანდ მწვრთნელები, არაფერ შუაში არიან.
სოსო
21:47 07-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0