საქართველოს საკონსულო თურქეთში: ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა...

AutoSharing Option
ფოტო: ipn.ge

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები, სავარაუდოდ, გუშინ სასამართლოს დარბაზიდანვე გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან.

"თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, თუმცა კონსული ჩართულია ამ საკითხში. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ის, თუ როდემდეა
ქვეყნიდან გაუსვლელობა, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა და ა.შ. დაზუსტებით ყველაფერს ვარკვევთ და მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას", - განუცხადეს საკონსულოში "ინტერპრესნიუსს".

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქურდობის ბრალდებით, საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
არც თამაში იცით და არც ქურდობაში ვარგიხართ((((
ვახო
12:10 22-02-2019
0
სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ ფეხბურტელებს და გუნდს ცხინვალს ფულადი ჯარიმა აუცილებლად
fexburteli
12:51 22-02-2019
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0