"ცხინვალის" პრეზიდენტი თურქეთში მომხდარ ინციდენტზე: უბრალოდ მოხდა გაუგებრობა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

"მე, პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი, რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული
ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა მხოლოდ დაკითხვა და არავითარი დაკავება. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მომზადებას", - აცხადებს რუხაია.

შეგახსენებთ, კლუბ "ცხონვალის" ხუთი ფეხბურთელის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

altmalatyaguncel.com: "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ანტალიაში ქურდობაზე დააკავეს

altრას ამბობს "ცხინვალის" პრესსამსახური თურქეთში ფეხბურთელების შესაძლო დაკავების ფაქტზე

altსფფ თურქეთში "ცხინვალის" ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წყარო: Ipn.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამხელა დაფინანსებას რომ იღებთ ბიუჯრტიდან სპოტული ტანსაცელი მაინც შეუძინეთ ბიჭებს.თავი რო რ მოგვჭრათ ყველგან.
გიორგი
15:58 22-02-2019
2
ამხელა დაფინანსებას რომ იღებთ ბიუჯრტიდან სპოტული ტანსაცელი მაინც შეუძინეთ ბიჭებს.თავი რო რ მოგვჭრათ ყველგან.
გიორგი
15:59 22-02-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0