"შევარდენი 1906" სამ უკრაინელ ფეხბურთელს იმატებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი "შევარდენი 1906" სამ უკრაინელ ფეხბურთელს იმატებს.

ესენი არიან: 31 წლის ნახევარმცველი დენის სკეპსკი, 27 წლის მცველი ალექსეი მაიდანევიჩი და 26 წლის ფორვარდი ოლექსანდრ იერმაჩენკო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კლუბებს ფეხბურთელების დამატება მარტის ბოლომდე შეუძლიათ.

თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "შევარდენი" უკრაინელ ფეხბურთელებს რამდენიმე დღეში წარადგენს.

იერმაჩენკოს ფასი transfermarkt-ის მიხედვით 200 ათასი ევროა, თუმცა 2018 წლის შემდეგ უკლუბოდ არის. 2016/17 წლების სეზონში მას "ზუგდიდშიც" უთამაშია. მისი ბოლო კლუბი კიევის "არსენალი" იყო.

მაიდანევიჩის ბოლო კლუბი ასევე კიევის
"არსენალი" იყო, სადაც 2018/19 წლების სეზონში 13 მატჩი ჩაატარა.

ხოლო სკეპსკის ბოლო კლუბი უკრაინის მეორე ლიგის "პოლესიე" იყო.

"შევარდენი 1906" ეროვნული ლიგა 2-ს პირველ ტურში შინ "ცხინვალთან" წააგო, ხოლო 9 მარტს მეორე ტურში "თელავს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0