ეროვნული ლიგა 2. II ტური - "კოლხეთმა" და "მერანმა" სტუმრად გაიმარჯვეს

AutoSharing Option
10 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ში ორი მატჩი გაიმართა. "დავით პეტრიაშვილზე" "ცხინვალი" თბილისის"მერანთან" 1:2 დამარცხდა. მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - 35-ე წუთზე რევაზ გეწაძის პასით რაფაელ ჩუკვურამ გაიტანა. 54-ე წუთზე კი რევაზ გეწაძის გადაცემა გოლად უკვე იაგო დეისაძემ აქცია. 76-ე წუთზე ლუკა ვარძელაშვილმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლო. შეხვედრის 94-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ტარიელ რუხაიამ მოედნიდან მასპინძელთა მცველი ლაშა ხატიაშვილი გააძევა.
მარტვილში კი "ზუგდიდისა" და "კოლხეთის" მატჩში ფოთელები მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა დააწინაურა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ლუკა თათხაშვილმა ზუგდიდელების
კარში მეორე გოლი გაიტანა.

მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
ზუგდიდი - კოლხეთი-1913 0:2
გოლები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (86), ლუკა თათხაშვილი (90+5)

ზუგდიდი (4-4-2): ლაშა ძაგანია, ლევან ბაკურაძე (ირაკლი მოისწრაფიშვილი 67), ლუქმან გილმორი, ნიკოლოზ ხინთიბიძე, გიორგი ჭედია, ბექა ზაქრაძე, მიხეილ რუხაია, მარტინს ნვანკვო (გოგიტა გოგატიშვილი 67), ჩინედუ ნვოლოკი (ირაკლი კლიმიაშვილი 46), გიგა წურწუმია, ოთარ ფიფია
მთ. მწვრთნელი: გიორგი თურმანიძე

კოლხეთი-1913 (4-3-3): გიგო აბულაშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, გოჩა კვარაცხელია, გიორგი გურეშიძე, გიორგი ხორხელი (ჭიაბერ ჭეჭელაშვილი 81), ლუკა მახარაძე, ნიკა კირკიტაძე, თენგიზ გოროზია (ლუკა გოგიძე 90), ლუკა თათხაშვილი, გიორგი ლემონჯავა (თემურ ძაძამია 69), დიმიტრი მარგველაშვილი
მთ. მწვრთნელი: პაატა მეტრეველი


თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
ცხინვალი - მერანი (თბ) 1:2
გოლები: ლუკა ვარძელაშვილი (76) - რაფაელ ჩუკვურა (35), იაგო დეისაძე (54)

ცხინვალი (4-3-3): გიორგი ნადირაძე, გიგა სამხარაძე, ლაშა ხატიაშვილი, ლუკა ბერიაშვილი (სანდრო კვირიკაშვილი 66), ლევან ქურდაძე, გივი იოსელიანი, აკაკი ჯანელიძე (გიორგი ქურდაძე 46), ალექსანდრე გამცემლიძე (ჯემალ გოგიაშვილი 46), ლუკა ვარძელაშვილი, ანდრეი ჩოლაკუ, მარკო ნიკოლიჩი
მთ. მწვრთნელი: ხავიერ მუნიოს სანჩესი

მერანი (თბ) (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, იაგო დეისაძე, გიორგი კახელიშვილი, რაფაელ ჩუკვურა, დაჩი ფოფხაძე, გიორგი ნიქაბაძე (გიორგი მიქაბერიძე 80), გიორგი დათუნაიშვილი, გივი ქარქუზაშვილი, ზურაბ თევზაძე (ლევან შარიქაძე 86), გოგი ფიფია (ბექა გაბისკირია 90+4), რევაზ გეწაძე
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0