"ცხინვალის" პრეზიდენტი: თურქეთში ჩვენი ფეხბურთელების საქმეზე სასამართლო გაიმართება და ისინი ქვეყნის დატოვებას შეძლებენ

AutoSharing Option
თურქეთში დაკავებული "ცხინვალის" 5 ფეხბურთელის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ sportall.ge-ს "ცხინვალის" პრეზიდენტმა ქართლოს რუხაიამ განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის დატოვების უფლებას ფეხბურთელებს ხვალვე მისცემენ.

"ჩვენი ფეხბურთელების საქმეზე სასამართლო სხდომა 13 მარტს არის ჩანიშნული და, სავარაუდოდ, მათ ხვალვე გამოუშვებენ და ქვეყნის დატოვების უფლებას მისცემენ. ჩვენი ინფორმაციით, საქმე დაიხურება, იმიტომ, რომ რეალურად არაფერი მომხდარა, არც პროცესი მიმდინარეობდა, უბრალოდ სასამართლოს დრო არ ჰქონდა და ამიტომ გაიწელა აქამდე.

ბიჭები სასტუმროში არიან და ვარჯიშობენ. განაცხადში ისინი ჯერ არ შეგვიყვანია და დაბრუნების შემდეგ
შევიყვანთ. მათ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებთ და ჩვენი გუნდის წევრები არიან", - განაცხადა ქართლოს რუხაიამ.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიის სავაჭრო ცენტრში "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი - გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქურდობაზე დააკავეს.

საფეხბურთო კლუბი "ცხინვალი" კი დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და, საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი.

მოგვიანებით "ცხინვალის" ფეხბურთელებთან დაკავშირებით თურქეთში საქართველოს საკონსულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ცხინვალის" ფეხბურთელები სასამართლოს დარბაზიდან გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მურუსიზე ხო არ არი იქ მოსამარტლე ასე დანამდვილებიტ რო იზახი გამოუსჰვებენო.ჯარიმებს რამდენ გაკოუცერენ მაგ უბედურებს ისიც ჰეგვატყობინე პრეზიდენტოო
bajo
08:16 14-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0