ფოტო: fc.sumy.ua
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი დავით კოხია ეროვნულ ჩემპიონატში ბრუნდება.
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, 25 წლის ნახევარმცველის ახალი კლუბი ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი თბილისის "შევარდენი" იქნება.
დავით კოხია მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილია. რუსეთიდან წასვლის შემდეგ კიევის "დინამოსა" და "ობოლონის" 17-წლამდელებში, ნიჟნი-ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლებში, "გაგრაში", მოლდოვურ "ზარიაში", სერბულ "ვოივოდინაში" და "ზუგდიდში" თამაშობდა, 2018 წლიდან კი უკრაინის მეორე ლიგის ბინადრის, "სუმის" ღირსებას იცავდა.
2012 წელს დავით კოხია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და იმავე წელს მან 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი ოფიციალური მატჩი
სავარაუდოდ, "შევარდენი" დავით კოხიას უახლოეს დღეებში წარადგენს.