"სამგურალის" ყოფილი მცველი: ქართველებს ძალიან უყვართ რუსეთი და მოსკოვი

AutoSharing Option
2018 წლის ზაფხულში წყალტუბოს "სამგურალმა" მოსკოვის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილი ერვინ ჯო ბოტაკა იობომა დაიმატა. მამით კონგოელმა და დედით რუსმა ცენტრალურმა მცველმა "სამგურალში" ნახევარი სეზონი გაატარა, შემდეგ კი რუსეთის მესამე ლიგის წარმომადგენელ მოსკოვის "ველესში" გადავიდა.

რუსულ გამოცემა sports.ru-სთან ინტერვიუში 20 წლის ბოტოკამ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, საქართველოში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

- როგორ მოხვდი საქართველოს ჩემპიონატში?
- როდესაც მოსკოვის "ტორპედოში" გადავდიოდი, მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩემ სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდას ითხოვდა. ამის გამო ტრანსფერი ჩაიშალა, მე კი საქართველოში წასვლა მომიწია.

- და რატომ მაინცდამაინც საქართველო? სხვა
რუსულ კლუბში ვერ გადახვიდოდი?
- არა, მაშინ კომპენსაცია იქნებოდა გადასახდელი. ასე ბევრი ფეხბურთელი იქცევა. მიდიან ლიეტუვაში, ლატვიაში, პორტუგალიაში. ასეთი ქვეყნების დაბალი ლიგების გუნდებს ფიფა მეოთხე კატეგორიის გუნდებად აფასებს, რაც ფინანსურად არამდგრად გუნდებს ნიშნავს და მათ ასეთი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ აქვთ. ქართული კლუბი აგენტმა შემირჩია.

- იქ მეორე ლიგაში თამაშობდი?
- ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლას ვგეგმავდი. ეს გუნდი ყოველ წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, მაგრამ ვერ მოხერხდა. ჯერ მეორე ლიგაში უნდა გადავსულიყავი, იქიდან კი - "ტორპედოში", მაგრამ ფინანსური და სხვა დაბრკოლებების გამო ეს ჩაიშალა.

- მოგვიყევი საქართველოს მეორე ლიგის შესახებ...
- იქ კარგი დონეა. საერთოდ, ქართველები ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ძალიან ტექნიკურები. პირველი ხუთეულის გუნდები კარგ ფეხბურთს თამაშობენ, დონე დაბალი არაა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საქართველოს მეორე ლიგაში თამაში ძალიან სასარგებლოა, პირველ ლიგაში კი რთული იქნება, იმიტომ, რომ იქ რუსეთის პირველი და მეორე ლიგებიდანაც გადადიან.

სეზონში მხოლოდ ჩემპიონატში 40 მატჩი გვქონდა, თასზეც ვთამაშობდით. თუ კარგ გუნდში ხარ - ევროპა ლიგაც იქნება. გამოდის, რომ სეზონში მინიმუმ 50 მატჩს თამაშობ. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა. რუსეთის პრემიერლიგიდან კი საქართველოში კარგი ხელფასის გარეშე არავინ წავა.

წყალტუბოს "სამგურალი", სადაც მე ვთამაშობდი, ქუთაისის "ტორპედოს" ფარმ-კლუბია. პირდაპირ "ტორპედოში" ვერ გადავიდოდი, იმიტომ, რომ ის მესამე კატეგორიის გუნდია, "სამგურალი" კი - მეოთხე კატეგორიის. 7 მატჩი ვითამაშე და ცხრილში 2-3 პოზიციით დავწინაურდით, შემდეგ კი მოსკოვში დავბრუნდი.

- მოგეწონა საქართველო, როგორც ქვეყანა? ლამაზია, არა?
- იქ ძალიან თბილი ხალხია. ბევრგან ვყოფილვარ სტუმრად. კლუბის ოპერატორთან ერთად მანქანით მივდიოდით. მას არც კი ვიცნობდი, თუმცა თავის სახლში დამპატიჟა და ხაჭაპური მაჭამა. ვიყავი ნათლობაში, სადაც ერთმა ადამიანმა მიმიყვანა, ვინც ბინის ქირაობაში მეხმარებოდა. მის გარდა იქ არავის ვიცნობდი, მაგრამ არავისგან მიგრძვნია ცუდი გამოხედვა.

ქართველებს ძალიან უყვართ რუსეთი და მოსკოვი. ყველა მეკითხებოდა, საიდან ჩამოვედი, მე კი ვპასუხობდი - "მოსკოვიდან". ამის შემდეგ ყველა ამბობდა "ო, მოსკოვი!". ჩემი აზრით, მოსკოვში ცხოვრება თუ არა, ჩამოსვლა მაინც ყველა მათგანს სურდა. მათ რუსეთსა და მოსკოვთან ძალიან თბილი და სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ...

- მეორე ლიგაში უჩვეულო ადგილებში გითამაშია? როგორი სტადიონები იყო?
- ერთ გუნდს ვეთამაშებოდით სტუმრად, სახელი არ მახსოვს. გასახდელიდან ბოლო გამოვედი და ყველა მაჩქარებდა. სტადიონამდე გვირაბით უნდა მისულიყავი, ძალიან გრძელი გვირაბი იყო. შემდეგ კი, როცა გვირაბიდან გადიხარ, სტადიონის გარშემო მაღალი მთები დგას. ძალიან ლამაზია.

- რომელია შენი საყვარელი ქართული კერძი?
- ალბათ, ხაჭაპური, ტყლაპი და ჩურჩხელა. ტყლაპი ძალიან გემრიელი და ტკბილია, თუმცა ერთი მინუსი აქვს - კბილებში გეჩხირება.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
კაციც ეს ყოპილა, დაგვიპასა პატივისცემა და ტბილად ილაპარაკა. იმერლები რო ტან გადაყვებოდნენ მაგას ტქმაცარუნდა!
0
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მართალია გადაჯიშებულ ქართველებს ენატრებათ რუსეთი წყნარად იყვნენ კაის ჭამდნენ კაის სვამდნენ ეხლა შიმშილით იხოცებიან უბრალოდ ის არის სამწუხარო გასაგებია ლოგიკურია მაგრამ სამწუხაროა კუჭი რომ გირჩევნიათ ქვეყანას ამდენი უბედურობა მოგვიტანეს და რუსეთს მისტირით
NIGHT
17:34 05-04-2019
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0