ეროვნული ლიგა 2. XI ტური: "მერანი" წინ მიიწევს

AutoSharing Option
16 მაისს, ეროვნული ლიგა 2-ის 3 მატჩი გაიმართა.

ლიდერმა "მერანმა" თბილისის "სპაერის" სტადიონზე 4:0 გაანადგურა "ცხინვალი". გოლები გიორგი დათუნაიშვილმა, რევაზ გეწაძემ, გიორგი ნიქაბაძემ და გიორგი კახელიშვილმა (პენალტით) გაიტანეს.

"სამტრედია" საკუთარ მოედანზე "გურიას" დაუზავდა (1:1). ანგარიში მე-5 წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ვანო წილოსანმა გახსნა, 37-ე წუთზე კი მასპინძელთა ფორვარდმა გურამ სამუშაიამ საპასუხო გოლი გაიტანა.

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლების, "თელავისა" და "შევარდენის" შეხვედრა კი 0:0 დასრულდა.

"მერანი" მეორეადგილოსან "თელავს" 4 ქულით გაექცა, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ "შევარდენს" - 6 ქულით.

17 მაისს ტურის
დარჩენილი 2 თამაში გაიმართება: "კოლხეთი" "ზუგდიდს", "გაგრა" კი "შუქურას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ჩემპიონატის დონის ამაღლებაზეა საუბარი. უმაღლესში 10 გუნდიდან 4 თბილისურია.ჩიხურაცთბილისში თამაშობს და კიდე 2 თბილისური კლუბი 2 ლიგიდან აპირებს გადმოსვლას. ბარემ თბილისის ჩემპიონატი ჩაატარეთ. ჩაკვდა რეგიონებში ფეხბურთი
მეზარბაზნე
15:02 17-05-2019
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
18
13
3
2
23
42
19
9
5
5
18
32
18
8
4
6
-2
28
18
6
5
7
-1
23
8
კოლხეთი
18
5
2
11
-19
17
9
გურია
19
3
2
14
-27
8
19
2
1
16
-27
7