ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში 16 წლის შვილმა მამა შეცვალა

AutoSharing Option
საინტერესო შემთხვევა მოხდა საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის "შევარდენი 1906" და ქობულეთის "შუქურა" ხვდებოდნენ. მატჩის 76-ე წუთზე "შევარდენი 1906-ის" მეკარე გიორგი სომხიშვილი თავისმა შვილმა, დავით სომხიშვილმა შეცვალა.

გიორგი სომხიშვილი, რომელიც 39 წლის გახლავთ, საქართველოს ჩემპიონატში დიდი ხანია თამაშობს, ხოლო დავით სომხიშვილისათვის აღნიშნული შეხვედრა პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო გახლდათ.

მამა-შვილის თამაში ეროვნული ლიგა 2-ისთვის(ძველი პირველი ლიგა) უცხო ნამდვილად არ გახლავთ. რამდენიმე წლის წინ ოზურგეთის "მერცხალის" შემადგენლობაში მამა-შვილი გია და გიორგი გოგუები თამაშობდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავ ახალბედა ფეხბურთელს სადებიუტო მატჩს და ვუსურვებ მამამისივით ხანგრძლივ საფეხბურთო კარიერას! ასეთი ღირსეშანიშნავი მოვლენა უფრო ვრცელ სტატიას და მამა-შვილთან ინტეერვიუს იმსახურებს. ფოტოსურათი ფარული კამერით არის გადაღებული? ახლოდან რომ გადაგეღოთ არ შეიძლებოდა?
ლუკა
14:41 10-11-2019
0
გიორგი სომხიშვილის მამა - დათო სომხიშვილი ასევე მეკარე იყო, ანუ ეს დათო ჟუნიორი უკვე მესამე თაობაა და ნამდვილად ისტორიული ფაქტია. უფრო ფართო გაშუქებას იმსახურებს ეს მომენტი. რაც შეეხება შუათანა სიმხიშვილს ანუ გიორგის, როგორც ვიცი წლების განმავლობაში რეკორდსმენი იყო, ყველაზე პატარამ ითამაშა უმაღლეს ლიგაში, 14 წლისამ. არ ვიცი ეს რეკორდი მოხსნილია თუ არა
ვალე
16:18 10-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0