გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - "თელავში" თამაში ექსბარსელონელმა დაიწყო

AutoSharing Option
"თელავი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იუწყება, რომ გუნდში "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ლიონელ ენგუენე ჩაირიცხა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი ლეგიონერი ჰყავს - 23 წლის კამერუნელი ლიონელ ენგუენე.

ენგუენე 1996 წლის 7 იანვარს დაიბადა კამერუნის ქალაქ ბერტუაში და ამპლუით ნახევარმცველია.

მან ფეხბურთის თამაში ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტო'ოს სახელობის აკადემიაში დაიწყო, მერე კი კატალონიაში გადაბარგდა და 2007-15 წლებში "ბარსელონას" აკადემიაში ვარჯიშობდა.

2015-16 წლების საფეხბურთო სეზონი "ბარსელონა B"-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი ჩაატარა და 2016-ის იანვარში იჯარის წესით თურქულ
"ანტალიასპორს" მიაშურა (6 მატჩი).

2016-17 წლების სეზონისთვის ლიონელი "ბარსელონამ" მესამე დივიზიონის კლუბ "ლუგოში" გაანათხოვრა, 2017-ის იანვრიდან კი პორტუგალიურ "ლეიშოეშში" ჩაატარა 2 მატჩი.

ენგუენეს კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები 3 მატჩი და მან "ბარსელონას" შემადგენლობაში 2013-14 წლების სეზონის უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო".

ენგუენემ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თბილისის "მერანთან" (1:0) ითამაშა - სასტარტოში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

"თელავმა" ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-3 ადგილი გაინაღდა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ჩაკვეტაძესთან ერთად არ თამაშობდა ბარსას ძირითადში?
1
მშვენიერია. ცოტა მეტად თუ სხვა გუნდებიც გააქტიურდებიან, შესაძლებელია კამერჰნელი გაბელი სა სხვა აფრიკილი ქვეყნებიდან ისეთი დონის ფეხბურზტელების ჩამოყვანა, თანაც ხელფასი რომ მისაღები იქნება,რომელიც ჩვენს ეროვნულ ლიგას შემატებენ ხაეისხსს, სისწრაფეს.
DAVE
13:39 12-11-2019
1

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0