გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - "თელავში" თამაში ექსბარსელონელმა დაიწყო

AutoSharing Option
"თელავი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იუწყება, რომ გუნდში "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ლიონელ ენგუენე ჩაირიცხა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი ლეგიონერი ჰყავს - 23 წლის კამერუნელი ლიონელ ენგუენე.

ენგუენე 1996 წლის 7 იანვარს დაიბადა კამერუნის ქალაქ ბერტუაში და ამპლუით ნახევარმცველია.

მან ფეხბურთის თამაში ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტო'ოს სახელობის აკადემიაში დაიწყო, მერე კი კატალონიაში გადაბარგდა და 2007-15 წლებში "ბარსელონას" აკადემიაში ვარჯიშობდა.

2015-16 წლების საფეხბურთო სეზონი "ბარსელონა B"-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი ჩაატარა და 2016-ის იანვარში იჯარის წესით თურქულ
"ანტალიასპორს" მიაშურა (6 მატჩი).

2016-17 წლების სეზონისთვის ლიონელი "ბარსელონამ" მესამე დივიზიონის კლუბ "ლუგოში" გაანათხოვრა, 2017-ის იანვრიდან კი პორტუგალიურ "ლეიშოეშში" ჩაატარა 2 მატჩი.

ენგუენეს კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები 3 მატჩი და მან "ბარსელონას" შემადგენლობაში 2013-14 წლების სეზონის უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო".

ენგუენემ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თბილისის "მერანთან" (1:0) ითამაშა - სასტარტოში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

"თელავმა" ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-3 ადგილი გაინაღდა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ჩაკვეტაძესთან ერთად არ თამაშობდა ბარსას ძირითადში?
12 ნოემბერი 2019 15:09
1
მშვენიერია. ცოტა მეტად თუ სხვა გუნდებიც გააქტიურდებიან, შესაძლებელია კამერჰნელი გაბელი სა სხვა აფრიკილი ქვეყნებიდან ისეთი დონის ფეხბურზტელების ჩამოყვანა, თანაც ხელფასი რომ მისაღები იქნება,რომელიც ჩვენს ეროვნულ ლიგას შემატებენ ხაეისხსს, სისწრაფეს.
DAVE
12 ნოემბერი 2019 13:39
1
მიხარია ძაან კაია თელავს რომ პატრონი ყავს მიდით და გაახარეთ თელაველი გულშემატკივრები და სრულიად კახეთი
გიორგი
12 ნოემბერი 2019 10:05
0
პატრონი არ ყავს თელავს. ბიჭებმა აქ დაბადებულ გაზდილებმა ყოფილმა ფეხბურთელებმა გრიშიკაშვილმა და ათუაშვილმა მაიქციეს ყურადღება გუნდს. იმედია პლეი-ოფშიც იყოჩაღებენ და უმაღლესში გადმოვლენ. ვუსურვებ წარმატებას თელავს.
G.LA
12 ნოემბერი 2019 11:54
0
ეტყობა ჩაწერა და სახლი ჭირდება.
დათო
12 ნოემბერი 2019 09:52
1
რა გაგიკვირდათ, ჭანტურიაც ექს ბარსელონელია, თანაც საკმაოდ კარგი იყო იმ წლებში, მაგრამ უკლუბოდაა. დიდი ამბავი თელავმა თუ დაიმატა ვიღაც ექსბარსელონელი. ქართველები უფრო კარგად ითამაშებენ დარწმუნებული ვარ მაგ გუნდში, ვიდრე ეგ.
ზუზუ
12 ნოემბერი 2019 09:11
1
სახელიც როგორი ბარსელონური აქვს
:-)
12 ნოემბერი 2019 03:56
0
რას ლაპარაკობ სად რეალის და ბარსელონას სკოლა და სად თელავი.
ddgfdf
11 ნოემბერი 2019 21:07
1
ეტყობა ნამეტანი მაღალი დონის ფეხბურთელია ბარსელონადან პირდაპირ თელავში რომ დააწინაურეს :)
irakli81
11 ნოემბერი 2019 19:35
7

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0