შეხვედრის 88-ე წუთზე "შუქურა" სწრაფ კონტრშეტევაზე წავიდა. ჯეფინიომ გრძელი პასი მიიღო, წინ დაიძრა, როცა წყალტუბოელთა მცველ ლუკა ასათიანს ფეხის კუნთი გაეჭიმა და ძირს დაეცა.
ჯეფინიომ შეტევის გაგრძელების ნაცვლად, ბურთი მაშინვე აუტში გადააგდო. არადა, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და თან ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო, შეხვედრაში გადაწყვეტილი არაფერი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის ბრაზილიელი 8 გატანილი გოლით ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირთა სიას ლიდერობს. ჯერალდო კარგ შემტევთან ერთად, კარგი ადამიანიც ყოფილა.