მიუხედავად ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიასთან" 0:1 დამარცხებისა, ქობულეთის "შუქურა" ტურნირის გამარჯვებული გახდა და სამწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.
გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილ გუნდს 31 ქულა აქვს და მდევრები ვერ დაეწევიან.
პლეი-ოფის ორი საგზურისათვის "სამგურალი", "გაგრა", "რუსთავი" და მარტვილის "მერანი"იბრძვიან.