"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრა წყალტუბოს "სამგურალსა" და მარტვილის "მერანს" შორის ძალიან დაძაბული გამოდგა.

ორივე გუნდი ეროვნული ლიგის პლეი-ოფისთვის იბრძოდა. სხვა მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, მარტვილის "მერანი", რომელიც ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისთვის ითამაშებს, მოგების შემთხვევაში ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის გავიდოდა მოედანზე. სწორედ ეს გახლდათ მარტვილელთა მსაჯის მიმართ გულისწყრომის მთავარი მიზეზი.

მეგრული გუნდის წარმომადგენლები მათი კარის მიმართულებით დანიშნულ 2 პენალტს აპროტესტებდნენ და უსამართლოდ მიაჩნდათ. თუ პირველ ეპიზოდში დარღვევა აშკარა იყო (არსებული კადრების მიხედვით), რადგან მარტვილელ ფეხბურთელს ბურთზე არ უთამაშია და
გრიგოლ დოლიძეს მოარტყა ფეხში, მეორე მომენტში მაჭარაძემ საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და ანდრე ნონოსზე დარღვევა დააფიქსირა.

მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ამ შედეგით კი "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში დასაწინაურებლად საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება, ხოლო მარტვილის "მერანს" ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისათვის "გორთან" მოუწევს ჭიდილი.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ყოჩაღ ავტორს, ძაან გაასწორა, ხშირად დადე ხოლმე ესეთი რაღაცეები. დიდი მადლობა.
Ggg
15 დეკემბერი 2020 16:11
3
ნონოსიც არაა მთლადწმინდაწყლის დამლევიი, კომენტატორი ცალსახააა რო სუბიექტურია, და ვერცგაამტყუნებ მისი გუნდის გულშემატკივარია, რა შეეხება ამ მეკარეს ადრე მეშახტე გააგდო, სამგურალი, და ეხლაა მერანის ჯერიცააა ეტყიბაა:))) ტყიბულის გულშემატკივარი ვახლავარ, და ვიცი რაზეც ვსაუბრობ,
Tengo
15 დეკემბერი 2020 15:31
0
სანამ კომენტარს დაწერ, იქნებ გადაამოწმო და ცხილებს ჩახედო მაინც? გორის დილა სხვაა და ს.კ. გორი სხვა.
ქართველი-ს
15 დეკემბერი 2020 13:35
0
სტატიის ავტორებმა გადაამოწმეთ ხოლმე ინფორმაცია. გუშინაც ვწერდი და დღესაც განვმეორდები რა შუაშია ,,მერანს'' ,,გორთან'' მოწევსო ჭიდილიო, როდესაც გორი ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზე გავიდა..
ქართველი
15 დეკემბერი 2020 12:50
1
რა დღეშია ქართული ფეხბურთი უყურებთ კობიაშვილი იაშვილი?მე არ ვარ მერანის გულშემატკივარი,მაგრამ ეს არის შედეგი ასეთ მსაჯი და ფედერაცია მისი უყურადღებობით ღუპავს ქართულ ფეხბურთს.
misha
15 დეკემბერი 2020 11:31
3
რას ამბობ ძმაო?! მაგათ პროექტი გააკეთეს-ააყვავეს საკლუბო ფეხბურთი. ახლა ხომ ხედავთ რაში და ვისში ვყრით ბიუჯეტის ფულს? 211 მილიონია გადაყრილი ამ ცირკში.
ეგ კომენტატორი კიდე ზედმეტია. პირდაპირ, დედა უნდა ეგინა.
1234
15 დეკემბერი 2020 13:09
1
ვახ, გეი გულშემატკივარი ყოლია მერანს.
აბა რა, ოცდამეერთე საუკუნეა ბოლო-ბოლო :D :D
gatuzo
15 დეკემბერი 2020 11:30
0
კომენტატორი კი არა რეებს აკეთებენ მსაჯები,პირველი არ ჩანს კარგად,დავუშვათ იყო მეორე მეკარეზე იქეთ იყო ჯარიმა,რას ერჩით ამ კომენტატორს კილოს უწუნებთ,ოჯახაყვავებულებო მოუსმინეთ სხვა კომენტატორებს ქართულის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ ალბათ,ბურთს აგორავებენ ეს თუ ქართულია,ეხლა ეგრე ეს არის გრამატიკულად სწორი?რა თქმა.უნდა დონე კომენტატორის დაბალია და ზოგადად რა ფედერაციაც გვყავს ისეთი ჩემპიონატი გვაქვს,მსაჯებით,გუნდებით,ფეხბურთელებით და ასე შემდეგ.
გოჩა
15 დეკემბერი 2020 10:33
1
ძალიან კარგი კომენტატორია,რატომ არ არის უფრო მაღალი დონის თამაშებზე?
grisho
15 დეკემბერი 2020 09:15
3
ეს მეორე პენალტი მართლა არ იყო დასადები. ბევრი ასეთი ცოდვები ხდება დაბალ ლიგებში.
კონსელეირო
15 დეკემბერი 2020 02:21
2
საიდან პოულობენ ასეთ კომენტატორებს ძალიან მაინტერესებს, ერი მიექანება დაღმართს
ბეღურა
14 დეკემბერი 2020 19:38
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0