"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრა წყალტუბოს "სამგურალსა" და მარტვილის "მერანს" შორის ძალიან დაძაბული გამოდგა.

ორივე გუნდი ეროვნული ლიგის პლეი-ოფისთვის იბრძოდა. სხვა მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, მარტვილის "მერანი", რომელიც ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისთვის ითამაშებს, მოგების შემთხვევაში ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის გავიდოდა მოედანზე. სწორედ ეს გახლდათ მარტვილელთა მსაჯის მიმართ გულისწყრომის მთავარი მიზეზი.

მეგრული გუნდის წარმომადგენლები მათი კარის მიმართულებით დანიშნულ 2 პენალტს აპროტესტებდნენ და უსამართლოდ მიაჩნდათ. თუ პირველ ეპიზოდში დარღვევა აშკარა იყო (არსებული კადრების მიხედვით), რადგან მარტვილელ ფეხბურთელს ბურთზე არ უთამაშია და
გრიგოლ დოლიძეს მოარტყა ფეხში, მეორე მომენტში მაჭარაძემ საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და ანდრე ნონოსზე დარღვევა დააფიქსირა.

მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ამ შედეგით კი "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში დასაწინაურებლად საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება, ხოლო მარტვილის "მერანს" ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისათვის "გორთან" მოუწევს ჭიდილი.


მკითხველის კომენტარები / 31 /
მაგასაც თუ კომენტატორი ქვია
პპპ123 გვაქვს ვა
14 დეკემბერი 2020 18:52
11
თამაშის დასრულება იყო ცირკი
jubo
14 დეკემბერი 2020 18:40
2
ობიექტური არ ხარ გასაგებია შე კაცო,მაგრამ თვალები მაინც გაახილე,უბურთოთ იყო კონტაქთი ორივე შემთხვევაში და აბა რა უნდა ექნა?
გეგი
14 დეკემბერი 2020 18:26
4
არ გამოვა მაგ კომენტატორიდან "სალამური", იხე თუ ვინმეა ღირსი უმაღლესში ყოფნას, წყალტუბოა, მათი ფანი არ ვარ, მარა რაც ვნახე ყველა თამაშს როგორც უკანასკნელს ისე თამაშობენ.
ლაშა
14 დეკემბერი 2020 18:08
6
Jema gamodi gicani:d
Bagamolo
15 დეკემბერი 2020 04:43
0
წყალტუბო თამაშობს ყველა თამაშს როგორც ბოლოს? სასაცილო ხარ! გადახედე ერთი წელს რამდენი პენალტი დაუდეს და რამდენი ვერ გაიტანა კომენტატორი მაგარი ჯიგარია თავისი გუნდის თამაშები ძალიან ემოციურად და კარგად მიყავს არა ეროვნული ლიგის მატჩის კომენენტორები სჯობია რომ ძინავთ და რაებს ბორიალობენ რომ ვერ გაიგებ
ჭრიჭო
15 დეკემბერი 2020 00:01
5
ბანანის რესპუბლიკა
niko
14 დეკემბერი 2020 17:50
4
samarzxvino federaziis,samarzxvino msajoba,meti usuindisoba ar sheizleba, play out,of tamashebis dros sul aseti msajobaa,(kovel tels erti da igive)upatrono kvekana(((
qomagi
14 დეკემბერი 2020 17:30
5
კომენტატორი კი არა ბოლო ტურებში რეეები მოხდა ანგარიშებს გადახედეთ.თამაშის ვიდეოები ნახეთ და ესე გინდათ ფეხბურთის განვითარება ? ერთი და იგივე წუმპეში არის ფეხბურთი რაც მანამდე იყო და როგოტც ჩანს კიდე დიდი ხანი იქნება
rodemdeeee
14 დეკემბერი 2020 17:10
0
როცა ერთ გუნდს ასე ჩაგრავენ კომენტარი ზედმეტია
sos
14 დეკემბერი 2020 16:32
5
რა ფედერაციიაცაა უპასუხისმგებლო მოძველბიჭო ელემენტებით ისეთივეა მათი დანიშნული მოსყიდული და უსინდისო მსაჯები P.s ეს კომენდატორიც ძალიან ძველია ეტყობა, საცოდავო ჩვენო ფეხბურთო ვის ხელში ვართ!!!!
შენი კეთილის მსურველი
14 დეკემბერი 2020 16:01
9
ეტყობა შენ კომენტატორი კომენდანტი გგონია
vax-vax
14 დეკემბერი 2020 16:46
12
კომენტატორი სადა ბანაობს? პირველ 11-მეტრიანზე მოკვდა ყვირილით, ბურთზე ითამაშაო. პადკატს აკეთებს, თუ მიწვდა ბურთს კუთხურზე უნდა გადაეგდო, ბურთი კი საჯარიმოში შემოგორდა. ესე იგი 100%-იანი პენალტია! მეორე ვერც მე გავიგე, მაგრამ არ მოჩანს. აცალე ამ მაჭარაძეს, ახსნას, რაზე დადო 11 მეტრი! ბოლოში გასაგდები იყო, თან მოჩეხა, თან კიდე უყვიროდა, ჯერ მოთამაშეს, მერე მსაჯს. კარგი იქნება თუ გაარჩევენ ამ თამაშს ლევან სალუქვაძეს გადაცემაში. კომენტატორი ნაღდად გასაგდებია, მსაჯზე მერე ვიმსჯელოთ.
alexandre
14 დეკემბერი 2020 15:31
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0