"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრა წყალტუბოს "სამგურალსა" და მარტვილის "მერანს" შორის ძალიან დაძაბული გამოდგა.

ორივე გუნდი ეროვნული ლიგის პლეი-ოფისთვის იბრძოდა. სხვა მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, მარტვილის "მერანი", რომელიც ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისთვის ითამაშებს, მოგების შემთხვევაში ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის გავიდოდა მოედანზე. სწორედ ეს გახლდათ მარტვილელთა მსაჯის მიმართ გულისწყრომის მთავარი მიზეზი.

მეგრული გუნდის წარმომადგენლები მათი კარის მიმართულებით დანიშნულ 2 პენალტს აპროტესტებდნენ და უსამართლოდ მიაჩნდათ. თუ პირველ ეპიზოდში დარღვევა აშკარა იყო (არსებული კადრების მიხედვით), რადგან მარტვილელ ფეხბურთელს ბურთზე არ უთამაშია და
გრიგოლ დოლიძეს მოარტყა ფეხში, მეორე მომენტში მაჭარაძემ საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და ანდრე ნონოსზე დარღვევა დააფიქსირა.

მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ამ შედეგით კი "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში დასაწინაურებლად საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება, ხოლო მარტვილის "მერანს" ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისათვის "გორთან" მოუწევს ჭიდილი.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ყოჩაღ ავტორს, ძაან გაასწორა, ხშირად დადე ხოლმე ესეთი რაღაცეები. დიდი მადლობა.
3
ნონოსიც არაა მთლადწმინდაწყლის დამლევიი, კომენტატორი ცალსახააა რო სუბიექტურია, და ვერცგაამტყუნებ მისი გუნდის გულშემატკივარია, რა შეეხება ამ მეკარეს ადრე მეშახტე გააგდო, სამგურალი, და ეხლაა მერანის ჯერიცააა ეტყიბაა:))) ტყიბულის გულშემატკივარი ვახლავარ, და ვიცი რაზეც ვსაუბრობ,
Tengo
15:31 15-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0