სანამ უშუალოდ ამ მატჩზე ვიტყოდეთ, მანამდე ერთ სიახლეზე ვთქვათ - ბენჟამინ ტეიდის, სერგეი ტრეტიაკისა და რაფაელ ჩუკურას შემდეგ, "მერანის" მეოთხე ლეგიონერი იქნება რუმინელი ნახევარმცველი ნუცუ არდელიანი.
უკრაინის მოქალაქეობის მქონე 22 წლის ფეხბურთელი მარტვილში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
წყალტუბოელებთან შეხვედრას რაც შეეხება, მცირე ტრავმების გამო არ უთამაშიათ რევაზ ბარაბაძეს, ლაშა ჩალაძესა და შოთა ჯიქიას. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. 59-ე წუთზე ანგარიში ექს-მერანელმა დავით ციცხვაიამ გახსნა. მეორე ნახევარში მარტვილელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ
"სამგურალი": კუპატაძე, ნერგაძე, კილაძე, კაკუშაძე, ჯიმშელეიშვილი, ხარაბაძე, ჩიხლაძე, ბანძელაძე, ბრეგვაძე, გოგუაძე, ჩხეტიანი; შეცვლაზე: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ენდელაძე, ფანცხავა, ლიპარტელიანი, ჩავჩიძე, გოგიჩაიშვილი, ჩიხლაძე, ციცხვაია.
"მერანი": კულუა, ორბელაძე, მაისაშვილი, მელიავა, ლომაშვილი, გეწაძე, ტეიდი, რაფაელი, რუხაძე, კურდღელაშვილი, ტრეტიაკი; შეცვლაზე: მამალაძე, გეგია, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა, ისმაილი, არდელიანი, ფაცაცია.
ეროვნული ლიგა 2 ხვალ, 21 ივლისს განახლდება. "მერანი" მარტვილში "გაგრას" უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"