ეროვნული ლიგა. XX ტური: "სამტრედიამ" "ჩიხურას" დამაჯერებლად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ივლისს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა "სამტრედიამ" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სამტრედიელები შეხვედრაში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მეოთხე წუთზე თავისი გუნდი წინ დავით რაჟამაშვილმა გაიყვანა. 44-ე წუთზე საჩხერელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ანტე გის დინო ჰამზიჩმა აუღო. ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმი სამტრედიელთა შეტევების ფონზე დაიწყო და 3-წუთიან მონაკვეთში, 58-ე და 61-ე წუთებზე ნიკა საბანაძემ დუბლი გაიფორმა, "სამტრედიამ" კი აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

ამ
გამარჯვებით "სამტრედიას" 39 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე ადგილზეა, "ჩიხურა" კი 29 ქულით მეოთხეზეა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კიდევ ორი ლეგიონერი კარგი იკნება კიდევ უფრო გაადზლიერებს სამტრედიას
d;g
28 ივლისი 2017 21:28
0
აბა თქვენ იცით ჩემპიონები უნდა გახდეთ!!!
fc samtredia
28 ივლისი 2017 21:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული