ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 29 ივლისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისური დერბი გაიმართა - "ლოკომოტივმა" "დინამო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ანგარიში ულამაზესი დარტყმით მატჩის მე–17 წუთზე ვატო არველაძემ გახსნა. რვა წუთში "ლოკომოტივის" კარში პენალტი დაინიშნა და ბექა მიქელთაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმი "ლოკომოტივის" შეტევებით დაიწყო. 56-ე წუთზე ვარდნაში კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა არველაძემ. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე თავური დარტყმით გიორგი ხიდეშელმა დააფიქსირა.

ამგვარად, "ლოკომოტივს"
30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. "დინამო" 46 ქულით პირველზეა და მეორეადგილოსან ქუთაისის "ტორპედოს" კვლავ 6 ქულით უსწრებს, თუმცა, აღსანიშნავია,რომ ქუთაისელები ამ ტურის შეხვედრას ხვალ, ბათუმში ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა ლოკოს დინამოს დამარცხებისათვის
იმედია ხვალ შუქურაც არ წააგებს ტორპედოსთან!
Jango
20:08 29-07-2017
0
წინა ტურის შემდეგ წერდნენ,ვითომ ჟურნალისტები--ვინ შეაჩერებს დინამოსო?აი საბურთალომ უკვე შეაჩერა და კიდევ სამტრედია,ტორბედო. ტქვენ წარმოიდგინეთ ევროპის საშუალო გუნდი რაღას უზამს.მოკვდა ქართული ფეხბურთითქო ვიძახი და არ გჯერათ.
mamulo
20:20 29-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული