თბილისის "დინამომ", შესაძლოა, ირანის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" რამდენიმე დღეში, შესაძლოა, ირანის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატოს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "დინამოში" 25 წლის ნახევარმცველი პაიემ სადეღიანი ჩამოვიდა. როგორც "დინამოში" გვითხრეს, სადეღიანი კლუბთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს. ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ის კი გვითხრეს, რომ კონტრაქტის გაფორმების სურვილი ორივე მხარეს აქვს.

სადეღიანს ირანის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 14-წლამდელთა ნაკრებში მან 25 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი გაიტანა, 17-წლამდელებში - 21 მატჩში 8 გოლი, 20-წლამდელებში - 5 მატჩში 1 გოლი, 23-წლამდელებში - 22 მატჩში 12
გოლი, ხოლო ეროვნულ ნაკრებში - 5 მატჩში 1 გოლი. მთელი თავისი კარიერა მას ირანულ კლუბებში აქვს გატარებული.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თავისი ფეხბურთელი ირანს გაუშვეს და იქედან სხვა მოჰყავთ? საგიჟეთია რა..
Jango
20:33 31-07-2017
0
ვაა საინტერესოა. ვიდეო არააქვს ურიგო. იქნებ გაამართლოს. მიდი კაჭოოო
გურამი
21:19 31-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული