ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" სეზონი კარგად განაახლა. "იაგელონიასთან" ევროპალიგაზე წაგება გუნდმა არ შეიმჩნია და საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. რაც მთავარია, ბათუმელებმა მშობლიურ ქალაქში იმარჯვეს, რის გაკეთებასაც კარგა ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ...

შევიტყვეთ, რომ კლუბი დატოვა მიხაილ გორელიშვილმა, ვისაც ზღვისპირელებთან ხელშეკრულება დაუსრულდა. ბათუმური ამბების გასაგებად "ლელო" კლუბის პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა...

- "დინამომ" დამაჯერებლად განაახლა საქართველოს ჩემპიონატი. ალბათ, ზედიზედ ორი გამარჯვებითა და თამაშის ხარისხით კმაყოფილი ხართ...
- თამაშის ხარისხი უკეთესი რომ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გუნდში
ახალი მწვრთნელისა და ახალი ფეხბურთელების მოსვლამ შედეგი გამოიღო. რაც მთავარია, გავტეხეთ ნავსი და ბათუმში მოვახერხეთ მოგება! გუნდი მშობლიურ ქალაქში ემზადება და ამანაც იქონია გავლენა.

- რა შეცვალეს ახალმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა?
- ჩვენი თამაში უფრო კომბინაციური გახდა. ფაქტია, "დინამო" ახლა უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე, თუნდაც, ცოტა ხნის წინ.

- ალბათ, გუნდმა უკვე დაივიწყა "იაგელონიასთან" მარცხი, თქვენ კი ჯერაც ვერა...
- ევროთასებზე ჩატარებულ ვერც ერთ შეხვედრას ვერ დაივიწყებ. ისინი სარკეში გახედებენ. მეორე თამაშში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. კაცის გაგდებამ ჩვენზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა, მთლიანად აგვრია.

- რა გასწავლათ "იაგელონიასთან" იმ ორმა მატჩმა?
- ჩვენ ახალგაზრდული მენეჯმენტი გვყავს. პოლონეთის ჩემპიონატი ჩვენთან შედარებით მაღალი დონისაა და ეს ლოგიკურია, მაგრამ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, არ უნდა გავჩერდეთ...

- როგორც გავიგეთ, გუნდი დატოვა მიხაილ გორელიშვილმა...
- დიახ, ასეა. მას ხელშეკრულება დაუსრულდა.

- კიდევ ხომ არ მიდის ვინმე?
- არა, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ადგილზეა, წასვლას არავინ აპირებს.

- ახალწვეულები ხომ არ იქნებიან?
- არ არის გამორიცხული. თუ ვინმეს მოვიყვანთ, ეს მხოლოდ სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით მოხდება.

- შესაძლო ახალწვეულები ლეგიონერები ხომ არ იქნებიან?
- შეიძლება, ლეგიონერებიც იყვნენ და ადგილობრივებიც...

- უმაღლეს ლიგაში დარჩენა გასაგებია, მაგრამ ვეჭვობთ, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს თქვენი მიზანი...
- რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მიზანია, ყველა მატჩში წარმატებით ვითამაშოთ. როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლესში დარჩენისთვის ვერ იბრძოლებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
jurnalist gaficeb yvelafers ,fedichkinma amdeni shedzlo esaubra tu shen daamate?:)
batumeli
17:09 02-08-2017
0
როცა ბათუმი დინამო გქვია პირველ რიგში სახელი შეიცვალე.
გიორგი78
08:00 03-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული