შევიტყვეთ, რომ კლუბი დატოვა მიხაილ გორელიშვილმა, ვისაც ზღვისპირელებთან ხელშეკრულება დაუსრულდა. ბათუმური ამბების გასაგებად "ლელო" კლუბის პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა...
- "დინამომ" დამაჯერებლად განაახლა საქართველოს ჩემპიონატი. ალბათ, ზედიზედ ორი გამარჯვებითა და თამაშის ხარისხით კმაყოფილი ხართ...
- თამაშის ხარისხი უკეთესი რომ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გუნდში
- რა შეცვალეს ახალმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა?
- ჩვენი თამაში უფრო კომბინაციური გახდა. ფაქტია, "დინამო" ახლა უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე, თუნდაც, ცოტა ხნის წინ.
- ალბათ, გუნდმა უკვე დაივიწყა "იაგელონიასთან" მარცხი, თქვენ კი ჯერაც ვერა...
- ევროთასებზე ჩატარებულ ვერც ერთ შეხვედრას ვერ დაივიწყებ. ისინი სარკეში გახედებენ. მეორე თამაშში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. კაცის გაგდებამ ჩვენზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა, მთლიანად აგვრია.
- რა გასწავლათ "იაგელონიასთან" იმ ორმა მატჩმა?
- ჩვენ ახალგაზრდული მენეჯმენტი გვყავს. პოლონეთის ჩემპიონატი ჩვენთან შედარებით მაღალი დონისაა და ეს ლოგიკურია, მაგრამ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, არ უნდა გავჩერდეთ...
- როგორც გავიგეთ, გუნდი დატოვა მიხაილ გორელიშვილმა...
- დიახ, ასეა. მას ხელშეკრულება დაუსრულდა.
- კიდევ ხომ არ მიდის ვინმე?
- არა, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ადგილზეა, წასვლას არავინ აპირებს.
- ახალწვეულები ხომ არ იქნებიან?
- არ არის გამორიცხული. თუ ვინმეს მოვიყვანთ, ეს მხოლოდ სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით მოხდება.
- შესაძლო ახალწვეულები ლეგიონერები ხომ არ იქნებიან?
- შეიძლება, ლეგიონერებიც იყვნენ და ადგილობრივებიც...
- უმაღლეს ლიგაში დარჩენა გასაგებია, მაგრამ ვეჭვობთ, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს თქვენი მიზანი...
- რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მიზანია, ყველა მატჩში წარმატებით ვითამაშოთ. როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლესში დარჩენისთვის ვერ იბრძოლებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"