ეროვნული ლიგა. XXI ტური: "ჩიხურა" "შუქურასთან" მარცხს გადაურჩა

AutoSharing Option
6 აგვისტოს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXI ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საჩხერის "ჩიხურამ" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ივანწმინდაში ჩატარებულ შეხვედრაში "ჩიხურა" სულაც აგებდა. ანგარიში ქობულეთელთა ბრაზილიელმა ახალწვეულმა მარსელინიომ მე-12 წუთზე გახსნა. საჩხერლებმა გათანაბრება შესვენებამდე შეძლეს - 44 წუთზე გოლი ლაშა ჩიკვაიძემ გაიტანა. დარჩენილ დროში კი ანგარიში აღარ შეცლილა.

XXI ტურის შემდეგ "ჩიხურას" 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა, 8 ქულა აქვს ბოლოადგილოსან "შუქურას".

ტურის ბოლო დაპირისპირება თბილისში გაიმართება - დედაქალაქურ დერბი, რომელშიც
ერთმანეთს "საბურთალო" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდებიან, თამაზ პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული