ეროვნული ლიგა. XXI ტური: "საბურთალომ" "ლოკომოტივი" დაამცირა

AutoSharing Option
6 აგვისტოს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXI ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. დედაქალაქურ დერბიში "საბურთალომ" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით - 6:0 დაამარცხა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი დავით ვოლკოვმა (მე-9, მე-15 და მე-29-ე წუთებზე) შეასრულა, დუბლი - ლაშა შინდაგორიძემ (39-ე და 54-ე წუთებზე), ერთი გოლი კი გიორგი ხარაიშვილმა იკმარა (20).

ამ გამარჯებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, 30 ქულით მეოთხეზეა "ლოკომოტივი". XXI ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 49
ქულით. მეორეზე "ტორპედოა" 44 ქულით, მესამეზე "სამტრედია" (42).
მკითხველის კომენტარები / 7 /
წინასწარ მეცოდება გორის დილა. ხუთშაბათს 10 აგვისტოს საბურთალოს მასპინძლობს.გუნების სათამაშო ფორმების გათვალისწინებით კიდევ ერთ დიდ ანგარიშს უნდა ველოდოთ საბურთალოს სასარგებლოდ რათქმაუნდა.
ვაი ვაი ვაი!
16:49 07-08-2017
0
მომეწონა "საბურთალო",მაგრამ ვოლკოვის პირველმა გოლმა ევროპელი ფეხბურთელები გამახსენა თავს,რომ არ იზოგავენ და ყველანაირ მომენტში ყველანაირად იბრძვიან! მაგარი გოლი იყო და ასეთი თავგანწირული თამაშით,ბევრს მოიგებს თვითონ ვოლკოვი!
ავოიეეე
12:01 07-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული